29 მაისს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ორგანიზებით გეგმავს "აიდაჰოს" დღის აღსანიშნავად აქციის გამართვას სახელმწიფო კანცელარიასთან. "აიდაჰოს"დღე აღინიშნება ყოველი წლის 17 მაისს,თუმცა, 2014 წლის 17 მაისს, სასულიერო პირების და მრევლის აქტიურობის შედეგად ლგბტ პირებმა აქცია ვერ გამართეს.
29 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ამაღლების დღესასწაულს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ გეი პროპაგანდას. კონტრაქცია გაიმართება სახელმწიფო კანცელარიასთან, 29 მაისს, 10:00 საათზე. აქციის მოთხოვნა არის 17 მაისს აქციის მოთხოვნის იდენტური, ვითხოვთ. ე.წ "ანტიდისკრიმინაციული" კანონიდან ცნებების: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობის" ამოღებას. აქციის ჩატარების ნებართვა გაცემულია ქ.თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ. მობილიზებული იქნება პოლიცია, რათა გამოირიცხოს დაპირისპირება ;გბტ პირებთან და მათ უფლებადამცველებთან.
საინიციატივო ჯგუფი "არა გარყვნილების პროპაგანდას“
მასალის გამოყენების პირობები






