სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „დონ ჩიჩო“ დახურა
საზოგადოება - 14:25, 24 May, 2014     3806

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტმა კოსტავას 75-ში მდებარე საშაურმე "დონ ჩიჩოში" (შპს "CHICHO PLUS") მონიტორინგი ჩაატარა. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ შაურმა დაბინძურებული იყო მეზოფილური აერობებით, ფაკულტატური ანაერობებით, კოლიფორმებით, ეშერიხია კოლის (E.Coli) ბაქტერიითა და სალმონელათი, რის გამოც საწარმოში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათისა და ცხოველური საკვების ინსპექტირების დეპარტამენტმა საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმა. საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა და სხვ.

საშაურმე "დონ ჩიჩოს" კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა შაურმისა და სხვა საკვები პროდუქტების რეალიზაციის უფლება.

სურსათის ეროვნული სააგენტო კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ ობიექტს კვლავ გადაამოწმებს და საშაურმე მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42