ცესკო ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების დროულად გადამოწმებისკენ მოუწოდებს
საზოგადოება - 14:20, 24 May, 2014     1711

16 მაისს საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიწყო ამომრჩეველთა ბარათების დარიგება, ეს პროცესი 26 მაისს დასრულდება. მონაცემების გადამოწმება კი შესაძლებელია საინფორმაციო ბარათში ან ვებ-გვერდზე - cesko.ge განთავსებულ ამომრჩეველთა ბაზაში. თუ თქვენ ვერ მიიღეთ საინფორმაციო ბარათი, აუცილებლად დაუკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ცენტრს, ნომერზე - 2 51 00 51. ამომრჩევლების მიერ მომართვის ბოლო ვადაა 29 მაისი.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მათ შორის აღნიშნული დოკუმენტების ვადის გასვლის გამო, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დროულად უნდა აიღონ ახალი პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი მაინც. ამისთვის მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

”2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე. ამიტომ მოგიწოდებთ, დროულად გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები და 27 მაისის ჩათვლით მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს” - განაცხადა ეკატერინე აზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცესკო მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ მონაცემების გადამოწმების პროცესში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ ჩვენს კონტაქტ-ცენტრს, ნომერზე - 2-51-00-51.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42