მიმართვა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს - თუთბერიძე პრემიერს კონსტიტუციას ახსენებს
საზოგადოება - 12:11, 24 May, 2014     2606

,,თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ქვეყნის აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციებს ახსენებს.

,,ვფიქრობ, უკვე აუცილებლობას წარმოადგენს შეგახსენოთ, რომ თქვენ ბრძანდებით მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების - საქართველოს მთავრობის მეთაური. ხოლო ჩვენს ქვეყანაში გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, კიდევ არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, რომლის მეთაურიც თქვენ არ ბრძანდებით. საკანონმდებლო ხელისუფლების, ანუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, ხოლო სასამართლო ხელისუფლების, ანუ უზენაესი სასამართლოსი, კონსტანტინე კუბლაშვილი.

ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ხელისუფლების დანაწილების შემდეგ პრინციპს ადგენს - საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. ხოლო კონსტიტუციისვე თანახმად „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური“.

ასოცირების ხელშეკრულების თანახმად არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაც იღებენ ვალდებულებებს. თქვენ რომ თქვენ მთავრობასთან ერთად იმსჯელეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელს თქვენ მოაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და იმ ლოგიკის თანახმად, რომელიც თქვენმა, ანუ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვინმე შალვა თადუმაძემ გაახმოვანა, გამოდის რომ ასოცირების ხელშეკრულებას თქვენთან ერთად ხელი დავით უსუფაშვილმა, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელმა და კონსტანტინე კუბლაშვილმა, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმაც უნდა მოაწერონ.

თუ ქვეყანაში, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო გზით არჩეული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის პირველი პირია, ვერ აიღებს მთავრობის ნაცვლად პასუხისმგებლობას, მაშინ თქვენ, ბატონო პრემიერო, როგორღა იღებთ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების ნაცვლად პასუხისმგებლობას?

ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხელს ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, მთავარია რომ მოვაწეროთ, მაგრამ ამ ყველაფერში საგანგაშო ის გახლავთ ბატონო პრემიერო, რომ თქვენი ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წარმატების არამოსურნემ, რომ გადაწყვიტოს და გაასაჩივროს ზემოხსენებული ხელშეკრულება სასამართლოში და მისი ბათილად ცნობა მოითხოვოს, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილის, აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მოვიჭრით თავს საერთაშორისო მასშტაბით. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს პირდაპირ იქნება რუსული ოცნების ასრულება.

და ბოლოს, ვერასოდეს ვიფიქრებდი ბატონო პრემიერო, ქართული ოცნების მიერ ზარზეიმით დასახელებული და ხალხის მიერ არჩეული ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა თუ ოდესმე მე მომიწევდა.

პატივისცემით;

თეა თუთბერიძე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42