დიღმის ტყე-პარკში დღეს გამწვანების აქცია გაიმართება, რომელშიც "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები და მოხალისეები ჩაერთვებიან.
კომპანიები მოსწავლეებთან ერთად 100 ხეს დარგავენ. გარდა ამისა, სტუმრებისათვის დაგეგმილია უამრავი გასართობი ღონისძიება, გათამაშება და კონკურსი.
"თბილისი 2015"-ის პლატინის სპონსორმა "ელიტ ელექტრონიქსმა" არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოვიჟენთან" ერთად დაიწყო საგანმანათლებო პროექტი თბილისის საჯარო სკოლებში – "მწვანე გაკვეთილი". პროექტს მხარს უჭერს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტი და აქტიურად ერთვება გამწვანების აქციაში.
600-მდე მოსწავლე "თბილისი 2015" საორგანიზაციო წევრებთან, მოხალისეებთან და სხვა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იზრუნებენ დიღმის ტყე-პარკის გამწვანებაზე. ასევე კონცერტი "თბილისი 2014" გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






