23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა
საზოგადოება - 20:45, 23 May, 2014     997

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარში, მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

როგორც ,,ნიუპოსტს" აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესცენტრში განუცხადეს, დღესვე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედებმა და დევნილმა საზოგადოება გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურში“, ქვების ხეივანში, დაიდგა აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია აფხაზეთის მკვიდრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, სასულიერო პიროვნების, სპორტსმენების, მწერლების, ხელოვანების და მედიცინის მუშაკების სახელები.

ქვის მემორიალი საზეიმოდ გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სტუმრებმა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგიელმ გოგი ფაცაციამ, ასევე ილია ვეკუას, ზურაბ სოტკილავას, არზაყან ემხვარის, ვიტალი დარასელიას ნათესავებმა და ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა სომა ბარქაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები. მემორიალური ქვა მოქანდაკე ზურაბ კოკაიამ შექმნა.

აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა საზოგადოებრივ გამოკითხვას დევნილ მოსახლეობაში, რათა გამოევლინათ აფხაზეთის საზოგადოების ყველა დროის გამოჩენილი პიროვნებები. ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა 13 პიროვნება: დიმიტრი (არზაყან) ემხვარი, ილია ვეკუა, აკაკი ჩხენკელი, გიორგი შარვაშიძე, ამბროსი ხელაია, დიმიტრი გულია, ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, ვიტალი დარასელია, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი (ჟორა) სიჭინავა.

საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიაქროს ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციის შემდგომ აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის „აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ“ კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42