ბათუმი–ხულოს საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება
საზოგადოება - 19:44, 23 May, 2014     1715

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის დირექტორმა ზურაბ სიხარულიძემ და მისმა მოადგილემ მინდია ღლონტმა მონიტორინგის ფარგლებში აჭარის რეგიონში ბათუმი-ხულოს გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვარიელეს.

როგორც ,,ნიუპოსტს“ დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და 2014 წლის ზაფხულში დასრულდება.

შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8.2 კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ზიმო7“ ახორციელებს, ღირებულება შეადგენს 2.27მლნ. ლარს. ბათუმი-ახალციხის მეორე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე კი მოძრაობის უსაფრთხოების სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილობრივი მნიშნვნელობის ზომლეთი–ხიხაძირის 6კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციამიმდინარეობს, რომელიც მდებარეობს ხულოს რაიონში და გაივლის სხალთის მამათა მონასტრის ტერიტორიას. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და ღირებულება 4 596 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი ადამინი. აღსანიშნავია, რომ ზომლეთი–ხიხაძირის გზის მონაკვეთზე რეაბილიტაცია ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

რეაბილიტირებული მონაკვეთების შედეგად, შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდა და მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება. ამ მონაკვეთებზე ახალი გზის გაყვანა ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივებს გააჩენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42