უჩა ნანუაშვილი ქალთა მკვლელობების გახშირებულ ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:24, 23 May, 2014     1770
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ბოლო პერიოდში საქართველოში ქალთა მკვლელობების ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია, მიუხედავად ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული არაერთი კამპანიის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების შექმნის და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციისა.
ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობის ისეთი სასტიკი ფორმა, როგორიცაა მკვლელობა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა, მათ შორის ქმრის მიერ ცოლის - 8, ხოლო შვილის მიერ დედის - 1 შემთხვევა.
პრობლემის არსებობა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მთელი სიცხადით დაგვანახა; წლის განმავლობაში უკვე ათზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, ძირითადად მათი მეუღლეების და პარტნიორების მხრიდან. 22 მაისს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ოჯახში ძალადობის ფაქტისა და ორსული ქალის მკვლელობის შესახებ. მკვლელობის გარდა, ხშირად მოძალადეები ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სასტიკ ფორმებს მიმართავენ.
მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოში ქალთა მკვლელობების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ჭირისუფალს და მთლიანად საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ესაა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემა, რომელთანაც გამკლავება ვერ შევძელით. დღეს მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა, ვიყოთ შეუწყნარებელნი ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი დანაშაული და ქალებმა შეძლონ იცხოვრონ მათთვის მშვიდ, არაძალადობრივ გარემოში.
არსებითია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართ დამკვიდრებული სიჩუმის კულტურის დანგრევა და ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და მთლიანად საზოგადოების წარმომადგენლებში. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა, რათა აღმოიფხვრას არსებული სტერეოტიპული მიდგომები და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არსებული ბარიერები, რომ მსხვერპლებმა მიიღონ დროული და ეფექტიანი მხარდაჭერა და დახმარება.
განსაკუთრებული შეშფოთება მინდა გამოვთქვა ბოლო დროს ქალთა მკვლელობების შემთხვევების მზარდი ტენდენციის გამო და მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ დაუყოვნებლივ დაიწყოს და უმოკლეს დროში უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგიის შემუშავება, რაც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნება კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენს მსგავსი დანაშაულების პრევენციას", - ნათქვამია განცახდებაში.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაძლიერდეს სოციალური მუშაკების როლი და ჩართულობა ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობისას, ამოქმედდეს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას სიღრმისეულად გააცნობიეროს ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენციის მასშტაბები და მიმართოს ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო კონვენციებით აღებული ვალდებულებების განუხრელი შესრულება და შეიმუშაოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის სათანადო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით 4 წინადადება გააგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აპარატი აგრძელებს მუშაობას და შეისწავლის ყველა შემთხვევას სათანადო რეაგირებისათვის", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42