TV3 საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:43, 23 May, 2014     1844

ტელეკომპანია „ტვ3“ CRRC -ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედური ანგარიშს ეხმაურება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას ეხება. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ანგარიში რეალობას არ ასახავს.

„ტელეკომპანია ტვ3 მიიჩნვს რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ( CRRC) მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედური ანგარიში ,რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას ეხება არ ასახავს რეალობას. ანგარიშში მოყვანილი რამდენიმე ძირითადი საკითხი გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული მონიტორინგი არაკომპეტენტური ადამიანის მიერ მომზადდა. სხვა შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას ვიფიქროთ, რომ ინფორმაცია შეგნებულად დამახინჯდა.

მაგალითად კვლევაში ნათქვამია „15 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით პერიოდში ტვ3-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში

სიუჟეტები უმეტესწილად ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლებოდა და ნაკლებად იყო ორიენტირებული ანალიტიკაზე“.

ვაცხადებთ, რომ რეალურად არის პირიქით - ტვ3-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში - „მთავარი ამბები ნანა ლეჟავასთან ერთად“ გასული რეპორტაჟები უმეტესწილად ანალიტიკაზეა ორიენტირებული და ნაკლებად შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათით.

ასევე, მონიტორინგში წერია, რომ ტვ3-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მაგალითად, პრემიერ-მინისტრს დადებით ტონში აშუქებს 31 პროცენტით, იმავე ანგარიშში პირდაპირ არის ხაზგასმული - „ტვ3-ის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილია.

თვ3 ითხოვს კვლევის ავტორებმა სასწრაფოდ გადახედონ ბოლო მონიტორინგის შედეგს და დაკვირვებით გაანალიზონ ტვ 3-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება - „მთავარი ამბები 8 საათზე ნანა ლეჟავასთან ერთად“. ვინაიდან მსგავსი არაობიექტური და რეალობას აცილებული კვლევები პირდაპირ მოქმედებს არხის რეპორტიორების სტიმულზე“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42