საქართვეკლოს პრემირმინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაღაც დოზით ხელიუფლება გაერკვა იმ პრობლემებში რაც ბიზნესში არსებობს:
"საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, ყველა ვერ მოასწრებდა შეკითხვის დასმას, რაც სურდა, ამ შემთხვევაში, ჩვენც ვერ მოვასწარით, მაგრამ ბევრმა იმ გზავნილმა, რაც პრემიერ-მინისტრისგან მოდიოდა, დააკმაყოფილა თითქმის ყველა ის კითხვა, რაც თითოეულ მეწარმეს გააჩნდა. აქ ძირითადად საუბარი შეეხებოდა ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ბიზნესის დაცულობის ხარისხს და ა. შ. ჩემმა კოლეგებმა დააყენეს ყველა ის საკითხი, რაც ბიზნესმენებისთვის საინტერესო იყო და მივიღეთ ამომწურავი პასუხი. რაც მთავარია, დავინახეთ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია ადგილობრივი წარმოების განვითარებით და ხელშეწყობით და ახლა ჯერი ჩვენზეა.
დღევანდელმა შეხვედრამ გაგვიჩინა იმედი და განცდა იმის, რომ ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს არ შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
მაგრამ მინდა მადლობა ვუთხრა მთავრობის მეთაურს, ასევე ბიზნესომბუდსმენს, რომ მოწვეული ვიყავით ამ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში მოკლებული ვიყავით ამ ფუფუნებას, მაგრამ რაღაცა დოზით ალბათ უკვე ხელისუფლებაც გაერკვა პრობლემებში, რაც ჩვენს გარშემო არსებობდა. მე ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზეზი, რომ ჩვენ უკვე დღეს წარმოდგენილი ვიყავით ფორუმზე, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
მასალის გამოყენების პირობები






