საქართველოში მეწყერის რისკის მატარებელი 300-მდე ადგილი არსებობს
საზოგადოება - 13:09, 23 May, 2014     4911

საქართველოში მეწყერის რისკის მატარებელი 300-მდე ადგილი არსებობს, მათ შორისაა თბილისიც. სპეციალისტების განცხადებით, მეწყერის რისკის მატარებელი 10 ადგილი დედაქლაქშია. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, იმ რისკებზე საუბრობს, რომელსაც ეს ტერიტორიები სპეციალისტების მუდმივი მონიტორინგისა და შესწავლის გარეშე ატარებენ. ჩხობაძე ამის შესახებ „პირველ რადიოსთან“ აკეთებს კომენტარს.

მისი თქმით, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც მეწყერის რისკებს შეამცირებს. ნინო ჩხობაძის განცხადებით, დღეისათვის მეწყერსაშიში ზონების არსებული მონიტორინგი არ არის საკმარისი და აუცილებელია დამატებითი მექანიზმების ჩართვა.

„მეწყერის რისკის მატარებელი 10 ადგილი დედაქლაქშია. მათ შორის მტაწმინდის მშრალი მეწყერი, რომელიც 2003 წელს ჩამოინგრა და სამი ადამიანი ჩაიყოლა. მუხათგვერდის სასაფლაო, კონიაკის დასახლება, ცირკის მიდამოები და ასე შემდეგ.

ნებისმიერი ასეთი ტერიტორია თუ არ იქნება მოვლილი და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ,მისი ჩამონგრევის საფრთხე მუდმივად არსებობს. დღეს არსებული დაფინანსების გათვალისწინებით, ყველა ეს ტერიტორია მონიტორინგის ქვეშაა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამიტომ მნიშვნელოვანია,რომ თვითმმართველობებმა გაითვალისწინონ ყველა ის მონაცემი, რომელსაც მათ მიაწვდით გარემოს დაცვის სამინისტრო და მუდმივად თვითონვე განახორციელონ ასეთი ტერიტორიების მონიტორინგი.

ასევე მეწყერის ყველაზე მარტივი პრევენციაა ტყის ჩეხვის შენელება. გარდა სახელმწიფოს სიფრთხილისა და მუშაობისა, მსგავს შემთხვევებთან მოსახლეობაც უნდა იყოს ძალიან კორექტული. როდესაც მას ეუბნებიან , რომ ამა თუ იმ ტერიტორიაზე სახლის აშენება დაუშვებელია, ზუსტად მეწყერის ქვემოთ სახლი არ უნდა ააშენოს. ასევე სიფრთხილე მართებთ მშენებლებასა და ინვესტორებს. სამწუხაროდ ყველა ტერიტორიას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება, ამიტომ მშენებლობის ადგილას ყოველთვის არ არის ჩაებული გეოლოგიური დასკვნა. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ როგრც წესი ჩვენი მშენებლები, რომელებიც აშენებენ თბილისში გეოლოგიურ დასკვნებს არ ითვალისწინებენ, არა და საფრთხეები საკმაოდ სერიოზულია,“-განაცხადა ნინო ჩხობაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42