დათა ახალაიას ადვოკატს თავს დაესხნენ
შემთხვევა - 13:53, 22 May, 2014     1787
კუდის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ადვოკატი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„დღეს, 2014 წლის 22 მარტს დილის 04:30 საათზე, თვითმფრინავით ჩამოვედი საბერძნეთის რესპუბლიკიდან. დაახლოებით 06:00 საათზე, მე და ჩემი მეგობარი მივედით ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №7 მდებარე რესტორან „მასპინძელო“–ში, რათა გვესაუზმა.

მისვლიდან ძალიან მალე, თავს დამესხა ჩვენთვის უცნობი იქ მყოფი რამოდენიმე მამაკაცი. ისინი მაგინებდნენ ენითაუწერელი ბილწი სიტყვებით, მემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ლიკვიდაციით, წაბილწეს და აფურთხებდნენ ჩვენს სუფრას.

თავდამსხმელებს ჰქონდათ ერთადერთი პრეტენზია, თუ რატომ ვიცავ დავით ახალაიას ინტერესებს და რატომ ვარ მისი ადვოკატი. ისინი მაგინებდნენ და ამბობდნენ, რომ ვინაიდან დავით ახალაია ანგარიშსწორებისათვის მათთვის ხელმიუწვდომელია, სურთ ჩემი, როგორც დათა ახალაიას ადვოკატის ფიზიკური დასჯა–ლიკვიდაცია.

დანაშაულებრივი და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ქმედებები, პერმანენტულად გრძელდებოდა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ხოლო რესტორნის დაცვა არ იყო აქტიური და თავდამსხმელებთან ვერაფერი გააწყო.

რესტორნის დაცვის მიერ, ჩემზე თავდასხმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამოძახებული იქნა პოლიციის ოპერატიული ჯგუფი, თუმცა ხანგრძლივი ლოდინის მკიუხედავად, პოლიცია დასახმარებლად არ მოვიდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენი აქტიურობა სახიფათო იყო, ვერ ვახერხებდით ტელეფონით სარგებლობას. როდესაც ხელსაყრელი დრო ვიხელთეთ, ჩემმა მეგობარმა შეძლო სველი წერტილების სათავსოში გასვლა და დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, რა დროსაც მათ ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე შეატყობინა, რომ შეურაცხყოფას აყენებენ უცხო პირები და ითხოვა დახმარება.

ხსენებული სატელეფონო შეტყობინების დროს, ჩემს მეგობარს არ მიუთითებია ჩემი პიროვნების შესახებ და თავდასხმის მოტივი, რადგან იყო დიდი შანსი, რომ პოლიცია ჩემს დასახმარებლად არ გამოცხადდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დარეკვის შემდეგ, დაახლოებით 5 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელთაც უკან მოჰყვა პოლიციის ოპერატიული ჯგუფი. ამ ჯგუფის წევრებმა დაიწყეს თავის მართლება დაგვიანებასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავ, რომ, პოლიციის მოსვლამდე ხუთი წუთით ადრე, თავდამსხმელებმა დატოვეს რესტორნის ტერიტორია. მოცემული გარემოება მაძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ თავდამსხმელებმა წინასწარ იცოდნენ პოლიციის იძულებითი მოსვლის შესახებ“,- წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42