„ყველა ადამიანს, ვინც სიმხურვალეში მაცურავა მთელი გულით ვუსურვებ მოგზაურობას, ფულს, პირად ბედნიერებას და სიძლიერეს, მოკლედ ყველაფერ იმას რაც მე მაქვს“ - წერს ფეისბუქის გვერდზე თეონა კონტრიძე. ამ მადლიერებით სავსე სტატუსის დაწერის სურვილი მომღერალს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის შემდეგ ინბოქსში უამრავი პოზიტიური წერილი დახვდა.
თეონა კონტრიძე: „ ამდენი სითბო და სიყვარული კარგა ხანია არ მიმიღია, მადლობა მინდა გადაგიხადო ნანუკა იმისთვის რომ არაჩვეულებრივ პუბლიკასთან შეხვედრის საშუალებას მაძლევ, გუშინ ცრემლები მდიოდა ისეთი რაოდენობის უთბილესი წერილი დამხვდა ინბოქსში...იქ, სადაც ბევრი ილანძღება, როდესაც ამდენ სითბოს და ალერსს ნახავ დიდი ბედნიერებაა . ბრავო ნანუ. ჩემი გაბედნიერებისთვის ღმერთს ვთხოვ, ასმაგად მოსულიყოს შენთან და ყველა შენი კეთილისმსურველთან პოზიტივი“.

მასალის გამოყენების პირობები






