"კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხულმა თანხამ 146 349.73 ლარი შეადგინა"
საზოგადოება - 12:18, 22 May, 2014     2175

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის მედია კლუბი ჩამოაყალიბა.

სემეკის ინფორმაციით, კლუბის ფარგლებში სისტემატურად მოხდება მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრების თემატიკა იგეგმება მონაწილე ჟურნალისტებთან ერთად.

მათივე განმარტებით, "მედია კლუბის" ფარგლებში გუშინ რიგით მეორე შეხვედრა გამართა, სადაც კომისიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ელექტროენერგეტიკის სექტორში კომერციული მომსახურების ხარისხის შესახებ ისაუბრეს და მათ კომისიაში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობა და მათი განხილვის სპეციფიკა გააცნეს.

"იქიდან გამომდინარე, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი მოქალაქეებსა და გამანაწილებელ კომპანიებს შორის არსებული დავების რაოდენობა, კომისიაში, მიმდინარე წლის მარტის თვეში შეიქმნა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ მუშაობს აღნიშნული საკითხების მოწესრიგებაზე. სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 12 მარტიდან 30 აპრილამდე დეპარტამენტში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების რაოდენობამ 342 შეადგინა. აქედან, ბუნებრივ გაზზე იყო 143; ელექტროენერგიაზე - 137; სასმელ წყალსა და წყალანირებაზე - 62. კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების მთლიანმა რაოდენობამ მიმდინარე წლის 12 მარტიდან 30 აპრილამდე შეადგინა 146 349.73 ლარი", - აცხადებენ სემეკში.

ამასთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, კვლავ აქტუალური რჩება ხანდაზმული დავალიანებების თემატიკა.

"12 მარტიდან 30 აპრილამდე იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მიმართეს სემეკს, სულ ჩამოეწერათ 11594.94 ლარი. აქედან ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - 6453.96 ლარი, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით - 5252.2 ლარი.

12 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით კომპანიების მიმართ სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების რაოდენობა ასე გამოიყურება:

1. სს "თელასის" მიმართ - 109 განცხადება/საჩივარი;

2. სს "ენერგო პრო ჯორჯიას" მიმართ - 32 განცხადება/საჩივარი;

3. შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ - 52 განცხადება/საჩივარი;

4. შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიმართ - 7 განცხადება/საჩივარი;

5. შპს "ყაზტრანსგაზ - თბილისის" მიმართ - 135 განცხადება/საჩივარი.

6. შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიმართ - 7 განცხადება/საჩივარი;

7. სს "საქორგგაზის" მიმართ - 6 განცხადება/საჩივარი", - განმარტავენ სემეკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42