ვირუსული მენინგიტის მკურნალობა 3 წლამდე პაციენტისთვის უფასოა
საზოგადოება - 12:17, 22 May, 2014     2197

ვირუსული მენინგიტის ინფექციური დაავადების მართვის პროგრამით, კრიტიკული მდგომარეობა 3 წლამდე პაციენტისთვის უფასოა. მარინა დარახველიძის განცხადებით, ინფექციური დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულია თანაგადახდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

"კერძოდ, 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის არის 20%-იანი თანაგადახდა, ხოლო 80%-ს ფარავს აღნიშნული პროგრამა. ვირუსული მენინგიტი გაერთიანებულია ნოზოლოგიურ ჯგუფში ( ვირუსული ნეოირინფექციები), რომლის ღირებულებაა 680 ლარი. პაციენტი იხდის ამ თანხის 20%-ს, ანუ 136 ლარს.

ინფექციური დაავადების მართვის პროგრამით, 3 წლამდე კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობა პაციენტისთვის არის უფასო, 3-დან 18 წლამდე, კრიტიკული მდგომარეობა ფინანსდება თანაგადახდით. ანუ, 3 წლამდე არის უფასო, შემდეგ ფინანსდება 20%-იანი თანაგადახდით და 80% -ს ფარავს პროგრამა", - განაცხადა მარინა დარახველიძემ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

დარახველიძის თქმით, კრიტიკულ მდგომარეობას აქვს თავისი ღირებულება. არსებობს ორი კოდი - 5 დღიანი კრიტიკული და 12 დღიანი კრიტიკული. 5 დღიანი კოდის ჯამური ღირებულებაა 810 ლარი, 12 დღიანი კრიტიკულის - 1860 ლარი.

როგორც მარინა დარახველიძემ აღნიშნა, 18 წლამდე ასაკის პირი, ვინც არ მონაწილეობს ინფექციური დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში და მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მათთვის გადაუდებელი კრიტიკული მდგომარეობა 15 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებშია და უფასოა.

"სქემა არის დაახლოებით ასეთი - თუ პაციენტს აქვს დიაგნოზი ვირუსული მენინგიტი, კრიტიკული მდგომარეობით მოთავსდა დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვაში, მომსახურება 15 ათასი ლარის ფარგლებში დაუფინანსდება სრულად. თუ პაციენტი ვირუსული მენინგიტით მოთავსდა კლინიკაში, რომელიც არ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვაში, მაგრამ მონაწილეობს ინფექციური დაავადების მართვის პროგრამაში (მაგალითად ინფექციური პათოლოგიის, შიდსის ცენტრი საყოველთაო დაზღვევაში არ მონაწილებს, მარტო ინფექციურ პროგრამაში მონაწილეობს), დაფინანსება განსიაზღვრება თანაგადახდის პრინციპით", - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

წყარო: interpressnews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42