საქართველოში, როგორც გაირკვა ფუნქციონირებს გაშვილების მსოფლიო ორგანიზაციის ქსელის სათავო ოფისი, თუმცა გაურკვეველია რა სქემით გაყავთ ჩვილი ბავშვები ქვეყნიდან და რატომ უკავშირებენ ამ ბიზნსს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ანზორ ჩუბინიძეს?
ასოციაცია ,,მომავლის იმედის“ ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე გაზეთ ,,ალიას“ ჩვილი ბავშვების გაშვლების სკანდალურ დეტალებს უყვება. მისი განცხადებით, ასეთი ოფისი ნაბმდვილად არსებობს საქართველოში, მაგრამ კონკრეტულად რას წარმოადგენს მშვილებელი, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, ,,ამის გამოძიება უნდა მოხდეს საზღვარგარეთ, სადაც ბავშვები გადაიყვანეს. თუმცა უკვე დადგენილია, რომ ვიღაც წყვილებსა და მამაკაცებს ბავშვები საქართველოდან უკვე გაყვანილი ჰყავთ“, - აცხადებს ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ ეს ცენტრი საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მისივე ტქმით, დოკუმენტების გაყალბება და ბავშვების გაყვანა ხდება უკვე 2010-2012 წლებიდან.
თამარ ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ბავშვის დედები ქართველები არიან, თუმცა რაც შეხება მამებს, აქ ზოგ შემთხვევაში ჰომოსექსუალი დონორების სპერმა გამოიყენება, რისთვისაც სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოდიან.
საქართველოს კანონმდებლობით სუროგატ დედას დედობის უფლება არ აქვს, ხოლო მშობლის უფლებამოსილება აქვს წყვილს, სუროგაცია შეუძლია მხოლოდ უშვილო წყვილს, რომელსაც აქვს შესაბამისი დიაგნოზი, საქართველოში წყვილად კი განიხილება ქალი და მამაკაცი. თამარ ხააპურიძე კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებაზე მიუთთიებს
,,ამ შემთხვევაში კი რა ხდებოდა: სუროგატებს ეუბნებოდნენ ბოლო თვეებში, ვითომ შენ ხარ დედა და ეს ბავშვი გიჩნდება ამა და ამ უცხოელი მამაკაციგან, რომელსაც საბოლოოდ გაჰყავდა ბავშვი საქართველოდან. საქმე ისაა, რომ კლინიკებში ეს ქალები სუროგატებად არიან დაფიქსირებული, ხოლო რეესტრში უკვე დაფარულია სუროგაციის ფაქტი, და ისინი დედებად რეგისტრირდებიან, რადგან ბავშვისთვისს აჭიროა ბიოლოგიური დედის თანხმობა, ამის გამო იქმნება ყალბი დაბადების მოწმობა, რომლის შემდეგ ბიოლოგიურ დედად მინიშნებულ პირს ნოტარიუსთან აწერინებენ დედობაზ უარს, რაც მამად მითითებულ უცხოელს საშუალებას აძლევდა, ბავშვი დამოუკიდებლად წაეყვანა ქვეყნიდან. გაყალბების ფაქტები სახელმწიფოს ხელში აქვს და 2013 წლის 7 მაისს პროკურატურაში შალვა ცერცვაძემ გამოიტანა დადგენილება, რომ კლინიკა ,,ნიუ ლაიფ ჯორჯია“ აყალბებდა ჩვილი ბავშვების დოკუმენტებს, რაც 362-ე მუხლით, დანაშაულია, მაგრამ ეს მუხლი 2012 წელს ამნისტრიებულია და ამიტომ გამყალბებლები ამის გამო არავის დაუკავებია“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, დამნაშავეს ხელს არ ჰკიდებენ იმ მიზეზით, რომ ეს ძალიან სერიოზული ბიზნესი:
,,გეი წყვილები, ჩვენი ინფორმაციით, 70 000-80 000 დოლარს იხდიან ასეთ ჩვილებში და ამიტომ ვიღაც დაინტერესებულია ამ ყველაფრის მფარველობაში“, - აცხადებს თამარ ხაჭაპურიძე და გამოცემასთან ინტერვიუში ერთ-ერთ დაინტერესებულ პირად სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ანზორ ჩუბინიძეს მიუთითებს, ხაჭაპურიძს თქმით, ამის შესახებ მას საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა უამბო, ,,საქმე არ აღმაძვრევინეს, რადგანაც მუქარა შემომითვალა ანზორ ჩუბინიძემო, რომელიც სახლმწიფო დაცვის და ივანიშვილის დაცვის უფროსი იყოო“, - ამბობს ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე აღიძრა მძიმე მუხლით, ეს ყველაფერი იყო ფარსი და რეალურად საქმე არავის გამოუძიებია.
,,ალია“ კომენტარისთვის ანზორ ჩუბინიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ის მზად იყო ხაჭაპურიძესთან ერთად შეხვედროდა გამომძიებელს, რომელიც მას ბალს სდებდა, ,,ხაჭაპურიძის ფანტაზია შორს მიდის, მაინცდამაინც ბიძინას უნდა რომ შეხვდეს და ფიქრობს, რომ ხელი დავაფარე ვიღაცას, ეს არის სრული სისულელე“, - აცხადებს ჩუბინიძე გამოცემასთან.
მასალის გამოყენების პირობები






