ფრენკ სინატრას შემდეგ ბორის ბედიას ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen-ის სოლისტის ფრედი მერკურის განსახიერება მოუხდა. ბორისმა ფრედის ძალიან რთული სიმღერა Bohemian Rhapsody შეასრულა. სიმღერა, რომელიც სამი მიმდინარეობისგან - ბალადის, როკის, და ოპერისგან შედგება თავად ფრედი მერკურის დაწერილია.
„მართალი გითხრათ ძალიან გამიხარდა ფრედის განსახიერება, რომ მიხდება, მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, ძალიან მინდა კარგად გამომივიდეს და ერთი-ერთში ვიყო“- განაცხადა მომღერალმა. შრომამ ნაყოფიც გამოიღო და ბორისმა ტაშთან ერთად ჟიურის დადებითი შეფასება მიიღო.
სისი: „ეს არის ძალიან რთული სიმღერა, შესანიშნავად იმღერეთ“.
ზაზა: „შენი ყველაზე კარგი შოუ იყო „ერთ-ერთში“. შრომა ჩანდა, ყოჩაღ“.
ზაკი: „ფანტასტიკური ხმა, ფანტასტიკური შესრულება, სახე, გამომეტყველება, -ეს იყო ფრედი მერკური“.
მასალის გამოყენების პირობები






