სერვისცენტრის გახსნა, რომლის მშენებლობაც 2012 წლის ივნისში დაიწყო, ემთხვევა კომპანიის 17 წლის იუბილეს. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგებით და მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს, რაშიც დიდი წვლილი „ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ“ სს საქართველოს წარმომადგენლობის ტერიტორიული დირექტორს ქაზიმ სეიჰანს მიუძღვის.
სერვის ცენტრის გახსნას დაესწრებიან: ხელისუფლების წარმომადგენლები, „ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერის“ საერთაშორისო ბიზნესის დირექტორი ოზგურ გუნაიდინი, კატერპილარის რეგიონალური დირექტორი კრისტოფ პელე და სხვა მაღალი თანამდებობის სტუმრები კატერპილარიდან და „ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერიდან“.
სერვისცენტრის მშენებლობა 2012 წლის ივნისში დაიწყო და 14 თვის შემდეგ დასრულდა. იგი განთავსებულია 5.000მ² ფართობზე, აქედან 500მ² საოფისე ფართს წარმოადგენს, 250მ² - საწყობის ფართს და ხოლო 500მ² დახურული მომსახურების ცენტრს.
დახურულ მომსახურების ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად ექვს ერთეულ ტექნიკას გაეწიოს მომსახურება. უახლესი ტექნოლოგიების კატერპილარ-ის აღჭურვილობით შესაძლებელია ძრავების, ტრანსმისიების და ჰიდრავლიკური სისტემების სრული აღდგენა-შეკეთება.დაწესებულებას გააჩნია 10 და 2 ტონიანი ორი მოძრავი ამწე, ოფისის უკან განლაგებულია ნახევრად ღია ტიპის ნაგებობები, რომლებიც საწყობების და სერვისების მიზნებისთვის მაქსიმალურად ეფექტურად არის ათვისებული.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს გარე სამუშაოებს, სწრაფად და ეფექტურად, საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
ახალ ოფისსა და სერვის ცენტრში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მუშაობის პროცესში ეკოლოგიური დაბინძურებას გამორიცხავს.
„ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ“ სს საქართველოს წარმომადგენლობის ტერიტორიული დირექტორის ჩათვლით პერსონალი 41 კაცს შეადგენს.
ახალი სერვისცენტრი ხვალ, 16:00 საათზე (კახეთის გზატკეცილი 118, აეროპორტის ხიდთან) გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






