ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, განათლების მინისტრის მოადილე ლია გიგაურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტირს დირექტორ ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, 26 მაისის ჩათვლით სკოლების მე-6 კლასამდე და საბავშვო ბაღებში სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესების შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევები.
"ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომედაციით, რომ ხვალიდან 26 მაისის ჩათვლით საწყის კლასებში, მეექვსე კლასის ჩათვლით და საბავშო ბაღებში შეწყდეს სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისთვის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ჯგუფები გააგრძელებენ ადგილებზე მდგომარეობის შესწავლას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და არსებული მდგომარეობა შეფასდება. ამის შემდეგ გადაწყდება განახლდება სრულად საწავლო პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები






