ნინო ქათამაძე „ინსაითი“ და მუსიკოსები „უჩინარი ბავშვებისთვის“
საზოგადოება - 13:57, 21 May, 2014     1984

ამ საქველმოქმედო კონცერტზე იქნებიან ბავშვები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების ყურადღება და სიყვარული. ბავშვები, რომლებიც იძულებულები არიან გაექცნენ რეალობას და თავიანთ სამყაროში ჩაიკეტნონ. ბავშვები, რომლებიც ამ თანადგომით სითბოსთან ერთად, ცოტა ხნით მაინც უკეთესი ცხოვრების შანსს მიიღებენ... ამიტომ გავერთიანდეთ ნინო ქათამაძისა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ინიციატივით გამართულ კონცერტზე და ვიბრძოლოთ ბავშვების გადასარჩენად.

საქველმოქმედო კონცერტს ნინო ქათამაძე 5 ივნისს, „უჩინარი ბავშვების“ დასახმარებლად მართავს. გალა კონცერტი - ,,ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს" 19:00 საათზე „შერატონ მეტეხი პალასში“გაიმართება. კონცერტში აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი და „ჯორჯიან ბრასი“.

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციაში „პირველი ნაბიჯი საქართველო“, რომელიც ნინო ქადაგიძე-ჟვანიას მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და უკვე 15 წელიწადზე მეტია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გადარჩენას.


ნინო ჟვანია, „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დამფუძნებელი:

ამ ბავშვებს ხშირად „უჩინარ ბავშვებს“ ვეძახით, რადგან ისინი ძირითადად საზოგადოებისაგან იზოლირებულად ცხოვრობენ და სახლებიდან ვერ გამოდიან. არ არიან ჩართულები ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში, ვერ დადიან ბაღებსა თუ დღის ცენტრებში, ვერ ხერხდება მათი სოციალური ინტეგრაცია. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბავშვები დედისამარა არიან დარჩენილნი. ჩვენ 2007 წლიდან დღემდე 114 ბენეფიციარს მოვემსახურეთ. აქედან 21 ბავშვი ჩვენი სპეციალისტების დაუღალავი და ეფექტური შრომის შედეგად უკვე სწავლობს საჯარო სკოლაში, დღის ცენტრსა და საბავშვო ბაღში. ეს შეიძლება სათქმელად ძალიან მარტივად ჟღერდეს, მაგრამ მართლაც, დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42