„ადამიანს აქვს მხოლოდ ერთი ცხოვრების აზრი, - იყოს ბედნიერი! რა საშუალებით ეს მისი საქმეა. კარგ დღეს ვუსურვებ ყველა ჩემს მეგობარს“, - წერს ,,ფეისბუქის: გვერზე თეონა კონტრიძე.
ცნობილი მომღერალი განსაკუთრებით „ორი ვარსკვლავის“ ჟიურის წევრობამ აქცია განხილვის საგნად.
ზოგიერთისთვის ის ეპატაჟურია, ზოგისთვის უკომპლექსო და პირდაპირი, ბევრისთვის გამაღიზიანებელიც ან პირიქით საყვარელი... ფაქტი ერთია, ამ მომღერალს ვერავინ წაართმევს გულახდილობასა და მადლიერების გრძნობის გამოხატვის შესაშურ უნარს, რასაც სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ბევი მოკლებულია...
მეგობრებისთვის სტიმულის მომცემი მომღერალი, სოციალურ ქსელშიც დადებითი ემოციით დამუხტულ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად კი ის ერთ-ერთ თავის მეგობარს, ყოფილ მოდელს თამარ ბასილიას შემდეგი სიტყვებით მიმართავს:
„რა სასიამოვნოა და რა ბედნიერებაა, როდესაც „პადრუგასთან“ შეგიძლია ისაუბრო ყველა თემაზე, მხატვრული ლიტერატურიდან, პირად ცხოვრებამდე.... ამ ბედნიერი მეგობრობით აივსო, როგორც ჭურჭელი, მისი სიჭკვიანითა და სიღრმით გაუყვე შენს გზას... ღმერთო მაღალო რა კანონზომიერია ყველაფერი... როგორი ფილტრია ცხოვრება... მიდის, ვინც უნდა წავიდეს და მარადიულობაში რჩებიან მხოლოდ შენები, - Tamar Basilia I love u !!! “

მასალის გამოყენების პირობები






