IDFI ფინანსური დანაშაულის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს
საზოგადოება - 19:24, 20 May, 2014     1020

IDFI 2004–2014 წლებში ფინანსური დანაშაულის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქმე ეხება ამ პერიოდში ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისების ან გაფლანგვის მუხლებით გამოვლენილ შემთხვევებს. IDFI-ს მონაცემები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა.

ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამია, რომ მოთხოვნების პასუხად საგამოძიებო სამსახურიდან ორგანიაციამ არასრულყოფილი ინფორმაცია მიიღო.

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 16 აპრილამდე ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო 171 შემთხვევაზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 201 პირზე.

„9 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ფაქტი ქრთამის აღების კუთხით ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოვლინდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – ორი შემთხვევა – საჯარორეესტრში. ცენტრალური ხელისუფლებიდან ქრთამის აღება ხუთ სამინისტროში დაფიქსირდა, ყველაზე მეტი – 11 ფაქტი იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ყველაზე ნაკლები – 3 შემთხვევა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. კერძო სექტორში სულ წლების მანძილზე 15 შემთხვევა გამოვლინდა. წლების მიხედვით თუ შევხედავთ, ერთი წლის მანძილზე ყველაზე მეტი, 62 დარღვევა 2010 წელს მოხდა, ხოლო 2007 წელს ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

რაც შეეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ამ მუხლით 2005–დან 2013 წლის ჩათვლით გამოძიება 124 ფაქტზე დაიწყო, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა –113 პირზე.

„საინტერესო დინამიკა იკვეთება წლებისა და სტრუქტურული ორგანიზაციების მიხედვით. 2006 წელს დაწყებული დევნის 23 შემთხვევიდან 19 კერძო სექტორში იყო. 2012-2013 წლებში აღნიშნული დარღვევების გამო დევნა მხოლოდ კერძო სექტორში დაიწყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, IDFI-ს ცნობით 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 16 აპრილის ჩათვლით მითვისება-გაფლანგვის მუხლით გამოძიება დაიწყო 2 145 ფაქტზე.

„დარღვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2004-2006 წლებში და 2006 წელს მიაღწია პიკს, როდესაც გამოვლინდა 383 შემთხვევა. 2007 წლიდან შემთხვევების რაოდენობა განახევრდა და 2012 წლამდე წელიწადში საშუალოდ 150 საქმე აღიძვრებოდა. 2013 წელს, წინა ხუთ წელთან შედარებით, უფრო მეტი, 219 გამოძიება დაიწყო“, – წერს IDFI.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42