ქართველი მომღერალი, რომელიც მსოფლიოს გამოჩენილ საოპერო სცენებზე წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში კიდევ ერთ დიდ წარმატებას აღწევს.
ნინო სურგულაძემ ფრანგების მოხიბვლა ამჯერად მასკანის ოპერაში შესრულებული მთავარი და ძალიან რთული სანტუცას პარტიით შეძლო. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
ნინო სურგულაძე: „როგორც იქნა დადგა ეს დღე და ჩემი დებიუტი შედგა ,,სოფლის პატიოსნებაში" სანტუცას პარტიით. მადლობა ყველა ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგას , დირიჟორს, რეჟისორს და მხურვალე ფრანგ მსმენელს“.
მხურვალე ფრანგი მსმენელისგან კი ქართველმა მომღერალმა შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო.
ჟაკ პიერ ბომპერი: „ქალბატონო, მე პატივი მერგო დავსწრებოდი cavalleria rustcana, ,,სოფლის პატიოსნებას" გუშინ ავინიონში, მოგვიანებით კოქტეილზეც შეგხვდით ჩემს მეგობარ კლოდ ოვრეს გვერდით და გამიმართლა და შევძელი მომელოცა თქვენს მიერ ასეთი ტალანტით შესრულებული სანტუცას პარტია. საოცარი ენერგიით შეასრულეთ, მთელი გული და სული ჩააქსოვეთ, ყველა თქვენი ძარღვი და ქართული ბობოქარი სისხლი, კიდევ გაგიმეორებთ, ძალიან ცოტა ხანში მსოფლიო თქვენ ფერხთით იქნება და ეს თქვენი ნიჭის და თქვენგან წამოსული უზარმაზარი ემოციის დამსახურებაა, დიდი პატივისცემით და გულწრფელი სიმპათიებით ჟაკ პიერ ბომპერი“
ამ თბილი სიტყვებისთვვის ღირს სიმღერა - ამბობს ნინო სურგულაძე, და მადლობას უხდი მსმენელს შეფასებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები






