შალვა რამიშვილი: „მიშამ თავისი სასტიკი მოპყრობით, როგორც ოპოზიციური პარტიებისადმი, ისე მისგან დამოუკიდებელი მედიისადმი, სივრცე მოსპო, სადაც შეიძლებოდა გაჩენილიყო მეტ-ნაკლებად ძლიერი ოპოზიცია.
შესაბამისად, როცა გამოჩნდა ძალიან ძლიერი ფიგურა ბიძინა ივანიშვილი, მან შეკრა ეს ხალხი ანტი მიშას ლოზუნგით, ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაკლი, ახლა ამას განიცდის , ყველა სხვა მინუსი კი აქედან გამომდინარეა, ზოგიერთი წევრის არაკომპენტენტურობა , ყველა ხელისუფლებაში ასე ხდება, ამაში ალბათ, შეიძლება ყველაზე მეტად, ძალიან რთული იყო კომპენტენტური ადამიანი, რომელიც მიშას წინააღმდეგ წავიდოდა.
სააკაშვილმა, რაღაცნაირად მოახერხა ის, რომ წარმატება ასოცირებდა მასთან ყოფნას. თუ მასთან არ იყავი, იყავი ჩარეცხილი, ლუზერი, ვერაფერს აკეთებდი, რაც შესაბამისად აისახა მის წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკურ ძალაზე. ახლა მიდის გადახალისება“.
მასალის გამოყენების პირობები






