დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს
საზოგადოება - 12:56, 20 May, 2014     3013

დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს - ამის შესახებ ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ემუქრება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ და სოციალური გარემოს ამ პროექტების შედეგად, ჰესების დაპროექტებისას არ იქნა ჯეროვნად გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომლებიც მოელოდა ენერგეტიკულ ობიექტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს უარყოფითი გეოლოგიური პროცესების შედეგად.

"2006 წელს დევდორაკიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანი იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ დევდორაკთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ მხოლოდ ახლა საუბრობენ, როგორც ჰესის მშენებელი კომპანიის, ისე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებიც, თუმცა ამ საკითხს მათ ყურადღება არ მიაქციეს, როდესაც ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით, როგორც ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული განხილვების დროს, ისე ამ ნებართვის გაუქმების მოთხოვნით წარმართულ სასამართლო პროცესებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობისთვის შერჩეული მონაკვეთის ჰიდროლოგიური თავისებურებები, განაპიროებებს ისეთი საშიში გეოდინამიკური პროცესების და სტიქიური მოვლენების განვითარების მაღალ რისკებს, როგორიცაა კლდეზვავი, ზვავი, ეროზიები, შვავი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა, მდინარის ნაპირების წარეცხვები და შესაბამისად საავტომობილო გზისა და ხიდების დაზიანება.

"კლიმატის ცვლილების შედეგად მყინვარების დაჩქარებული დნობით გამოწვეული წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის ცვლილების საკითხი ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჰესის პროექტის შემუშავებისას. სამწუხაროდ, შესაძლებელია ისევ განმეორდეს სტიქიის შემოტევა დევდორაკიდან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ პროექტის განხორციელებისათვის. ანალოგიური საშიშროებაა მოსალოდნელი ყუროსგან და ჩხერისგან - სწორედ ამ მდინარეების შერთვის ადგილას არის დაგეგმილი "დარიალჰესის" კაშხლის, სალექარისა და სათავე ნაგებობის აშენება. მდინარე ყურო ზვავების მიერ დაგროვილ მასალას განსაკუთრებით ინტენსიურად ჟღინთავს წყლით, გადააქცევს ღვარ-ცოფად და სელური ნაკადის სახით მიაქანებს მდინარე თერგისაკენ. ყუროს მიერ წარმოქნილი სელური ნაკადი გზად ყველაფერს ანადგურებს, მის მიერ ერთჯერად ჩამოტანილი მასალა ასეულობით კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც არაერთხელ გადაუკეტავს თერგი. ყუროდან სელური ნაკადების გამოსვლა წელიწადში რამდენჯერმე ხდება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42