ნათია თადიაშვილი წლებია უკვე რაც რესტორანში მღერის. ამჯერად კი სურვილი აისრულა და თავისი სათქმელი პატარა სცენიდან დიდ სცენაზე გადაიტანა. - ეს ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო, მაგრამ თურმე ხდება ასეთი ოცნებებიც და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს - განაცხადა მომღერალმა.
„ნათიასნაირი შემსრულებლები საქართველოში არ გვყავს, ნათია უნდა იყოს ძალიან ცნობილი და ძალიან მაღალანაზღაურებადი მომღერალი. - განაცხადა სტეფანემ. რასაც გიორგი გაბუნიას „მწარე“ პასუხი მოჰყვა:
-ჩვენ არ გვყავს ნათიასნაირი მომღერლები სამაგიეროდ გვყავს სტეფანე“.
-შენს იუმორს ხშირად ვხვდები მაგრამ ამჯერად ვერ გავიგე და განმარტე თუ შეიძლება, - მოითხოვა სტეფანემ.
-ჯობია გავიწიოთ აქ ცუდი რაღაც მოხდება - ურჩია სოფომ თამთას. თამთამ კი თეთრი მანდილი მოითხოვა. თუმცა არ დასჭირვებია, რადგან გაბუნიამ „გაცლა“ ამჯობინა და თავისი გამოსვლა ნათიას შეფასებით დაასრულა.
თამთამ კი ნათია ამ სიტყვებით დასვა სკამზე.
-ნათია შენ ხარ ძალიან კულტურული მომღერალი რაც ძალიან მახარებს და ამიტომ ვერსად გაგიშვებ არ არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები






