რა იციან კობერიძის ასაკის მსახიობებმა თენგიზ არჩვაძემ და რეზო ჩხეიძემ
საზოგადოება - 18:58, 19 May, 2014     11447
ქალაქის სასამართლოს ყოფილი მდივანი ზოია ქველიაშვილი ოთარ კობერიძის საქმეზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.

მისი თქმით, სისტემაში დღემდე მუშაობენ პირები, რომლებიც ამ საქმეზე არ საუბრობენ.
„მაგ წლებში, როცა ეგ პროცესი გაიმართა, ქალაქის სასამართლოში მდივან-მემანქანედ ვმუშაობდი და ძალიან ახალგაზრდა ვიყავი… სასამართლო პროცესიდან, რა თქმა უნდა, უშუალოდ ოთარ კობერიძის საქმე ამოიღეს, რადგან ქალაქს, რამდენადაც სძულდა ოთარ კობერიძე, იმდენად უყვარდა მისი მეუღლე, ქალბატონი ლია ელიავა…

27 გოგონას ჩაუტარდა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა და 27-მა გოგონამ ჩვენება მისცა გარყვნილებაზე. ასეთი საქმე ძალიან რთული დასაშლელია… მე რა მიკვირს, იცით? გუშინდელი იურისტების და სასამართლოს თანამშრომლები დღესაც ამ სისტემაში მუშაობენ და ხმას რატომ არ იღებენ? მაგალითად, გავიხსენებ ბატონ ნუგზარ ამირიძეს… ალეკო ალადაშვილს… რატომ არიან გაჩუმებულნი ოთარ კობერიძის ასაკის მსახიობები, ნამდვილი კაცები, რომლებმაც ყველაფერი ზედმიწევნით იციან? მაგალითად, ბატონი თენგიზ არჩვაძე, რომელიც უწესიერესი კაცია და ძალიან გვიყვარს.

საქართველოში ლეგენდა კაცია ბატონი რეზო ჩხეიძე და არ არსებობს, ბატონმა რეზომ ამის შესახებ არ იცოდეს… კობერიძის საქმე დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოფიციალურად მას ასე ერქვა: „ანთაძესა და სხვა პირთა საქმე“, მაგრამ მერე „სხვათა პირთა“ მოაშორეს და დატოვეს მხოლოდ „ანთაძის საქმე“. სინამდვილეში ეს იყო „ოთარ კობერიძის საქმე“. აკაკი წერეთელმა, რომ იცოდეს, ვინ ითამაშა ბაში – აჩუკი, საფლავში გადატრიალდებოდა! ხოლო ცოცხალი რომ იყოს – თავს მოიკლავდა ოთარ კობერიძის შემყურე!“,- განაცხადა ქველიაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42