„ერთ ცუდ გადაცემაზე მოგახსენებთ, რომელსაც “შალვა რამიშვილის შოუ” ჰქვია“...
საზოგადოება - 12:51, 19 May, 2014     2137

„ასე რომ, შალვა, კარგი იქნება, ისევ პრეზიდენტის რეზიდენციას თუ დაუბრუნდები – სხვა თუ არაფერი, იაფფასიანი იუმორი პრეზიდენტის აპარტამენტებიდან უფრო რეიტინგული იქნება, ვიდრე ეს პამპულაობა, რომელსაც შოუ დაარქვი“, - ასე სრულდება კრიტიკა რომელიც „შალვა რამიშვილის შოუს“ დაეთმო.

შოუმენმა რამიშვილმა კრიტიკა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და მკითხველთა განსჯის საგნად აქცია.

ამ შემთხვევაში უცნაური ის ფაქტია, რომ შალვა რამიშვილმა ავტორს კრიტიკის დაწერა თავადვე სთხოვა.


კრიტიკა

ლევ ტოლსტოის ჩვენს დროში, რომ ეცხოვრა, ქართული ტელევიზიების შემყურე ალბათ ასე იტყოდა:

ყველა ცუდი გადაცემა ერთნირად უვარგისია, ყველა კარგი გადაცემა კარგია განსხვავებულად. ერთ ცუდ გადაცემაზე მოგახსენებთ, რომელსაც “შალვა რამიშვილის შოუ” ჰქვია.

შალვა რამიშვილს ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ ასოცირებული ჟურნალისტის იმიჯი, რომ არ მოერგო და მხოლოდ მეტელევიზორე ყოფილიყო (ეს ტერმინის მისი მიგნებაა),

გასაკრიტიკებელიც არაფერი ექნებიდა ერთი მარტივი მიზეზის გამო:

ჩვენი ტელეახრები, მეტი რომ არ შეიძლება, მდარე ხარისხის პროდუქციას გვთავაზეობენ და ჩვენც ამ გადაცემასაც მალევე დავივიწყებდით. მაგრამ მეხსიერება, მოგეხსენებათ, საშიში რამაა და ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს პოლიტიკით დაინტერესებული შალვა, მოელოდა, რომ თუნდაც ჩვენი პოლიტიკოსების ინტელექტის შესაფერის გადაცემას ვიხილავდით.

სამწუხაროდ, ეს შოუ სხვა არაფერია, თუ არა ასჯერ ნანახის გადამღერება. არადა, ამ კაცს, აქვს ამბიცია, რომ ყველაფრის კეთება ერთნაირად კარგად შეუძლია – დარდუბალადან დაწყებული,პრეზიდენტის უკეთ წარმოჩენით დამთავრებული.

რით გამსხვავდება “შალვა რამიშვილის შოუ” სხვა შოუებისგან? აბსოლუტურად არაფრით და ჯერჯერობით სწორედ იმ სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რაც თავის დროზე დავით გოგიჩაიშვილმა დაამკვიდრა:

მონოლოგი (შალვას შემთხვევაში კიდევ უფრო გაწელილი), ბენდი, სადაც (გვარი არ ვიცი, ვანოს შოუს ბენდის ხელომძღღვანელის) ნაცვლად ფორჩხიძე ვიხილეთ, ლამაზი, მაგრამ ტლანქი ქალწული და უკვე მოყირჭებული ცნობილი პერსონაჯებით.

არადა, შალვა რამიშვილმა პირველივე გადაცემაში გაგვიმხილა, რომ ის ტელევიზიის ნარკომანია, ნარკომანია კი, ძვირფასო შალვა, ქრონიკული დაავადებაა და თუ დიდხნიანი რემისის მიღწევა გინდა, ჩანაცვლებითი თერაპიის კურსი უნდა გაიარო. ასე რომ, როგორც ნარკომანს სჭირდება ექიმი-ნარკოლოგი, ისე სჭირდება ამ შოუს პროფესიონალებით დაკომპლექტბული გუნდი. მაგალითად, წინა გადაცემაში წამყვანმა ისეთი სტუმრები შეარჩია, რომელთა ბიოგრაფიებიც რაღაცით წააგავს შალვა რამიშვილისას და ამ იაფასიანი ტრიუკით ეცადა მაყურებლის გახალისებას.

მკითხავთ, რით ჰგავს გოგა ხაინდრავა შალვა რამიშვილს? გპასუხობთ: ორივე, ასე ვთქვათ, შემოქმედი ადამიანია (გნებავთ კრეატიული, როგორც ახლა იტყოდნენ) და ორივე, მეტი რომ არ შეიძლება, ისე გაიტაცა პოლიტიკამ.

რაც მთავარია, ორივე ციხეშია ნაჯდომი. მართალია, ხაინდრავა პოლიტიკური ნიშნით იყო დაპატიმრებული, ხოლო შალვა არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისთვის არ დაუჭერიათ, მაგრამ ციხე ყველასთვის ერთნაირად გაუსაძლისია. ამის და მიუხედავად, რამდენჯერ შეიძლება ხაინდრავასთან დაკავშირებით ჯაშუშობის თემაზე ვიცინოთ? რაიმე ახალი გაიგეთ? მე ვერაფერი ისეთი, რაც მანმადე არ გამეგოს. მეორე სტუმარი დუტა სხირტლაძე გახლდათ და აქაც იგივე, რაც ასევე მრავლად გვაქვს მოსმენილი სხვადახვა გადაცემებში: რომ უთოსაც თუ ჩართავ, იქაც დუტა დაგვიხვდება და ა.შ.

დავით გოგიჩაიშვილის შოუს, თუ გახსოვთ, ქალბატონი ნანულის სკეტჩები გასდევდა ლაიტმოტივად. შალვასთან – ეს ბატონი დემურია, რომელიც ერთგვარი კარიკატურაა ჩვენი პოლიტიკოსების, ოღონდ – “სოფლელი” პოიტიკოსების და ბატონი დემურიც, რომელიც წინა ცხოვრებაში ზვიო იყო, ისევ იგივეს იმეორებს, რასაც სხვა დანარჩენი კომიკური პერსონაჟები ჩვენს ტელესივრცეში.


ასე რომ, შალვა, კარგი იქნება, ისევ პრეზიდენტის რეზიდენციას თუ დაუბრუნდები – სხვა თუ არაფერი, იაფფასიანი იუმორი პრეზიდენტის აპარტამენტებიდან უფრო რეიტინგული იქნება, ვიდრე ეს პამპულაობა, რომელსაც შოუ დაარქვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42