ერისთავის თეატრი, გორში, პრემიერას მართავს. ნაჩვენები იქნება "დანტონი".
როგორც ,,ნიუპოსტს“ თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სპექტაკლი გრანდიოზული დეკორაციითა და ბატალური სცენებით. ხოლო მუსიკა ცოცხალი შესრულებით.
მონაწილეობს ერისთავის თეატრალური დასი მთელი შემადგენლობით და გორის ქალთა კამერული გუნდი.
"დანტონი" პოლიტიკური დრამაა. ბიუჰნერი, პშიბიშევსკაიას "საქმე და მკვლელობა ჟორჟ დანტონის" მიხედვით. სცენური რედაქცია და თარგმანი - თამაზ გოდერძიშვილისა.
რეჟისორი - სოსო ნემსაძე
დამდგმელი მხატვარი - თამარ ჭავჭანიძე
მთავარ როლში - ბაჩო ქაჯაია, გიორგი გოგუაძე
მონაწილეობს ერისთავის თეატრის დასი სრული შემადგენლობით და გორის ქალთა კამერული გუნდი. მთავარი დირიჟორი - თეონა ცირამუა
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 5 დღე გაიმართება 18, 20, 21, 23, 25 მაისი, 7 საათზე.
მასალის გამოყენების პირობები