დღეს 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშრებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის საექსპოზიციო რეაბილიტირებული დარბაზი გახსნეს დაესწრებიან, ასევე დაათვალიერებენ ოქროს ფონდის საგამოფენო სივრცეს.
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილი არის პრეისტორიული ხანის ნივთიერი კულტურის ძეგლები, ასევე ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები. ასევე გამოიფინა საიუველირო ხელოვნების ნიმუშებისა და აჭარის ეთნოგრაფიული ყოფისადმი დამახასიათბელი ზოგადი სახეობი.
დღესვე გურამ ოდიშარიამ, არჩილ ხაბაძემ და გიორგი თავამაიშვილმა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის ახალი საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს, სადაც იგეგმება კაფე-ატელიეს და გალერეის მოწყობა. ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იყო ფრანკ მაისლერის ქანდაკებები და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 18 მაისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება ინტერაქტიული გაკვეთილი ,,სამუზეუმო კოლექციები გვაერთიანებს“. გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამაში ,,შეეხე ისტორია ხელებით’’, ასევე ქართულ-პოლონურ პროექტში ,,არქეოკულტურა წინაპართა ნაკვალევზე’’ მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება და მოეწყობა მათ მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა. მოსწავლეებს დააჯილდოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გია თავამაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები