სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებთ მიმართავს
საზოგადოება - 14:53, 18 May, 2014     1409

როგორც ,,ნიუპოსტს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ვაქცინირებულია მილიონზე მეტი (1 004 183) სული დაავადების ამთვისებელი პირუტყვი, მათ შორის 415 059 წვრილფეხა და 589 124 მსხვილფეხა პირუტყვი.

,,ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ვაქცინირებულია 271 487 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი, მათ შორის 129 408 მსხვილფეხა, 140 782 წვრილფეხა და 1 297 სული ცხენი.

უახლოეს დღეებში დაიწყება ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რომლის ფარგლებში ვაქცინირებული იქნება დაავადების ამთვისებელი (ძაღლი, კატა) 220 000 ცხოველი.

პარალელურად მაღალი რისკის ზონებში მიმდინარეობს ბრუცელოზზე კვლევა, ხოლო დაახლოებით 2 თვეში დაიწყება ბრუცელოზის დაავადებაზე ფონის შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შემდეგაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოზარდი მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია.

ივლისიდან აშშ-საქართველოს "ერთობლივი ბიოლოგიური საფრთხის შემცირების" პროგრამის (DთღA) ფარგლებში დაიწყება წვრილფეხა ცხოველზე სეროლოგიური და ტკიპების ვირუსმატარებლობაზე კვლევები. აღებული იქნება 1000-ზე მეტი სინჯი.

ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ინვაზიურ და ინფექციურ დაავადებებზე ის ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში არ შედის (ცხოველის დამუშავება გარეგან და შინაგან პარაზიტებზე, ვაქცინაცია ინფექციებზე, ცხოველთა სადგომების დეზინფექცია, დერატიზაცია და ა.შ.). მაგალითად წვრილფეხა საქონლის: კლასიკურ ჭირზე, წითელ ქარზე, პასტერელოზზე და ა.შ. რაც დაიცავს ცხოველებს დაავადებებისგან", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მოსახლეობას უფასო კონსულტაციის მიღება შეუძლია სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2919167.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42