,,უხილავების პროტესტი“ - აქცია პუშკინის სკევრში
საზოგადოება - 13:00, 18 May, 2014     2325

პუშკინის სკვერში საპროტესტო აქცია - "უხილავების პროტესტი" მიმდინარეობს. აქცია-პერფორმანსზე გამოფენილია 100-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ხეებზე გაკრულია აქციის კონცეფციის ამასახველი პოსტერები:

"ეს ინსტალაცია უხილავებისთვისაა. მათთვის ვინც არ ჩანს, ვისი სათქმელიც არ ისმის, ვისი არსებობაც არ არის აღიარებული. ეს ინსტალაცია ჩვენთვისაა, ყველასთვის ვინც ყოველდღიურად ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვხედავთ და არ ვუსმენთ ერთმანეთს.

ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია და

ვისაც სახლში წასასვლელი არ აქვს,

ვინც მრავალგზის დევნეს და გადაასახლეს სამხედროებმა,

მთავრობებმა, ბანკებმა, საკუთარმა ოჯახებმა, ვინც შრომობს და არ უფასდება, ვინც შიმშილობს რომ მოუსმინონ, ვისთვისაც არ გვყოფნის საჯარო სივრცე, ვისაც შეურაცხყოფისგან ვერ ვიცავთ, ვის მიმართაც მუქარას და ძალადობას არ ვიძიებთ, ვინც უხმოდ უნდა ილოცოს,

ვინც სახელი უნდა დამალოს.

დღეს, ეს ცარიელი ფეხსაცმელები აქ დგას იმ ადამიანების ნაცვლად, ვისაც ერთი წლის წინ, 17 მაისს ეყო გამბედაობა, წინ აღდგომოდა ერთ-ერთი ჯგუფის, ლგბტქ თემის უხილავობას, ვინც სცადა ჩვენი მხილება დაუნდობლობაში და ჩვენი საერთო გამოწვევების შესახებ საუბარი. ვისაც ახლაც სურს იყოს აქ, საკუთარი წუხილის და სიხარულის გამოსახატად, მაგრამ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება მის ხმას და არსებობას არ უფრთხილდება.

ეს არის პროტესტი უხილავებისთვის და უხილავობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ ვახერხებთ ერთმანეთის აღიარებას და დაფასებას, მაინც ყველანი ვარსებობთ, ჩვენი სათქმელით, სურვილებით, ყოველდღიურობით. თვალის დახუჭვა და სმენის დახშობა ჩვენს არსებობას ვერ წაშლის, ჩვენს ტკივილს ვერ გადაფარავს, თანაგრძნობის და სიყვარულის უნარს ვერ წაგვართმევს", - ნათქვამია ,,უხილავების პროტესტის“ პოსტერებში ასახულ ტექსტში

მსურველებს შეეძლებათ 18:00 საათიდან, აქციის დასრულების შემდეგ სასურველი ფეხსაცმლის თან წაღება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42