სტეფანწმინდაში არსებული საგანგებო შტაბიდან შს სამინისტროს თანამშრომლებმა 16 უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი ვლადიკავკაზის საზღვრისკენ გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, რუსეთმა ჩაკეტილი საზღვარი გახსნა, რის შემდეგაც საქართველოდან მიმავალი მძღოლების საზღვარზე გაშვება მოხდება.
ასევე, ცნობილია, რომ ამ დრომდე დამეწყრილ ზონაში ნაპოვნია ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლების გადარჩენაც მოხერხდა, ისინი მოტეხილობებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში ფერტმფრენით გადაიყვანეს.
რაც შეეხება სამძებრო სამუშაოებს, სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დამეწყრილ ზონაში, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მუშები, რომლებიც მეწყერის ქვეშ მოყვნენ, "დარიალიჰესის" მშენებლობაზე მუშაობდნენ. მინისტრის მოადგილის ელოშვილის თქმით, "ლარსი ჰესის" მშენებლობა უკვე დასრულებულია.
მასალის გამოყენების პირობები






