დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებში აცხადებენ, დარიალის ხეობაში პრემიერი, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრები ჩავლენ.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. რაც შეეხება დაღუპულებს, მთავრობაში ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.
დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მეწყერმა ავტომობილები მოიყოლა. ასევე, შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მდინარის დაგუბებას, ხეობის ლაფით ავსება და ჩარეცხვა ემუქრება. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სამსახურია მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან საგანგებო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მასალის გამოყენების პირობები






