დარიალის ხეობაში, მომხდარი კატასტროფის გამო, სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა. ამის შესახებ განცხადებას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
"ავარიის ლიკვიდაციის მიზნით დილიდან ადგილზე მობილიზებულია საართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეწყერის შედეგად წაღებულის გზის დიდი ნაწილი . შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.
ავარიის გამო ინფორმირებულია, როგორც, რუსული ისე სომხური მხარე. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება.
საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება", - ნათქვამია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებაში.
დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, მეწყერმა ავტომობილები მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
მდინარის დაგუბებას, ხეობის ლაფით ავსება და ჩარეცხვა ემუქრება. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სამსახურია მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან საგანგებო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მასალის გამოყენების პირობები






