17 მაისი პატრიარქმა ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა
საზოგადოება - 10:29, 17 May, 2014     1885

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

ილია მეორე სამღვდელოებას აძლევს ლოცვა-კურთხევას, 17 მაისს, 12:00 საათზე ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები. ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევას პატრიარქი საერო პირებსაც აძლევს.

"ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ხასიათი, მისი თვისებები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ღვთის ლოცვა-კურთხევაზე, დამოკიდებულებულია მშობლებსა და წინაპრებზე და დამოკიდებულია თვით ადამიანზე. თუკი ადამიანი ცდილობს დაინახოს საკუთარი თავი, თუ შეუძლია განიცადოს საკუთარი ცოდვები, ის ბედნიერია, ის გამოსწორდება. მას უფალი აძლევს მადლს და ცოდვებისგან განიწმინდება. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, ურთულესი ფერიცვალება. ერთ ადგილზე არც ერთი ადამიანი არ დგას, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცამდე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიაროთ მაღლა და სასუფევლის ღირსი გავხდეთ. რამდენიმე წელია ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ და არაერთხელ გვითქვამს, რომ მშობლების კურთხევა ეს არის ღვთის კურთხევა. ამიტომ თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები, ნაკურთხი ხატით უნდა დალოცოთ ისინი, ყოველდღე შვილები უნდა ემთხვიონ თავიანთ მშობლებს ხელზე. ამ დროს ზეციდან გადმოდის მადლი სულიწმინდისა. განსაკუთრებით საყურადღეობა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უნდა მოისმინონ. არ უნდა გაიგონონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა-გინება. მათ უნდა ესმოდეთ სიკეთე და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როგორ გადავუხადოთ მადლიერება მშობლებს. მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს - მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42