როგორ მოვიქცეთ მენინგიტის შემთხვევაში - რეკომენდაცია მშობლებს
საზოგადოება - 20:25, 16 May, 2014     11424


ენტეროვირუსული ინფექციით ადამიანები ავადდებიან წლის ნებისმიერ სეზონზე.

ენტეროვირუსული ინფექციით ავადდება ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა ჩვილები, ბავშვები და მოზარდები უფრო ხშირად ინფიცირდებიან და ხდებიან ავად. ენტეროვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა უმრავლესობა ავად არ ხდება ან აღენიშნებათ მსუბუქი სიმპტომები. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მძიმე დაავადება. მძიმე დაავადების ან გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ჩვილები ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს დამბლებიც.

ენტეროვირუსის გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური, რაც ნიშნავს რომ ინფიცირება შესაძლებელია ფეკალებით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდგომ დაუბანელი ხელის ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანთან შეხებით.

ვირუსული მენინგიტი ხასიათდება ტემპერატურის უეცარი მატებით, თავის ტკივილით და კისრის დაჭიმვით, მას ხშირად თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: გულისრევვა, ღებინება, ფოტოფობია, შეცვლილი ცნობიერება.

ვირუსული მენინგიტით შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ბაქტერიული (რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ვირუსული მენინგიტის სიმპტომები მსგავსია, ამიტომ აუცილებელია პირველივე სიმპტომების გაჩენისას სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა.

ვირუსული მენინგიტის სიმპტომები განსხვავდება ასაკის მიხედვით: სიმპტომები ჩვილებში: ცხელება, გაღიზიანებადობა, უმადობა, ძილიანობა,

სიმპტომები მოზრდილებში: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმვა, მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება,უმადობა.

ვირუსული მენინგიტის სიმპტომები ჩვეულებრივ 7-10 დღე გრძელდება. ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირები სრულად გამოჯანმრთელდებიან.

პრევენცია: არ არსებობს ვაქცინა ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევის - არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსის საწინააღმდეგოდ. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, რადგან ზოგჯერ ინფიცირებული ადამიანი არ გამოიყურება როგორც ავადმყოფი, მაგრამ ავრცელებს ვირუსს.

ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის რეკომენდებულია შემდეგი ქმედებები: ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოს ხმარების შემდეგ;

ხშირად შეხებადი ზედაპირების სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია (როგორიც არის კარის სახელური და ა.შ.).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42