მათ მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს. შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში" გამართეს. მათი აზრით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით საბიუჯეტო საფინანსო რესურსი განსაზღვრულია 8 მლრდ 748 მლნ 500 ათასი ლარით, რაც 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს 628 მლნ 500 ათასი ლარით აღემატება.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ექსპერტი ლაშა დოლიძე განმარტავს, რომ 2013 წლის წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე შეინიშნება ერთგვარი კოლიზია ეკონომიკური ზრდის და სოციალური თანასწორობის ამოცანებს შორის.
,, აღნიშნული კოლიზია ეკონომიკური ზრდის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, თუნდაც იმიტომ, რომ სოციალური თანასწორობის მიღწევა ეკონომიკური ზრდის გარეშე პრინციპულად შეუძლებელია.
ბიუჯეტის ანალიზიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალ ხელისუფლებას შემდგომი საბიუჯეტო ციკლიდან მოუწევს უფრო რეალისტურ პლატფორმაზე დადგომა და იმის აღიარება, რომ საარჩევნო დაპირებათა მნიშვნელოვანი ნაწილის სწრაფად შესრულება შესაძლებელი არ არის. ჩემი აზრით, ეს ბევრად უფრო ოპტიმალური იქნებოდა, ვიდრე გაუაზრებელ ხარჯებში მილიარდობით ლარის გადასროლა", - აცხადებს ლაშა დოლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






