შსს-ს კლუბის ავტომრბოლელები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდნენ
საზოგადოება - 17:46, 16 May, 2014     620

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება და მას ავტომრბოლელებიც შეუერთდნენ.


შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი, შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის სპორტსმენები: დათა ქაჯაია, კონსტანტინე კოლიაშვილი, ირაკლი ჩხეიძე, სხვა ქართველი მრბოლელები და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე თბილისის ღია უნივერსტეტის სტუდენტებს რუსთავის ავტოდრომზე შეხვდნენ.


შეხვედრაზე სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანზე ისაუბრეს. მათ სტუდენტებს განუმარტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 მარტს დაიწყო ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკების გამოყენების პრევენცია, ხოლო სლოგანია – „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. მათ ასევე აცნობეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“. კანონის მიხედვით, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, ხოლო ყველა ზემოჩამოთვლილი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. შეხვედრის ბოლოს ავტომრბოლელებმა ერთად მოუწოდეს ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე. მათ სტუდენტებისთვის საჩვენებელი რბოლა გამართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42