საოცარი სანახაობა ხელოვნების სასახლეში
საზოგადოება - 16:13, 16 May, 2014     840

საოცარი სანახაობა ხელოვნების სასახლეში, სასახლის კედლებზე აღმოჩენილი უძველესი მხატვრობის ფრაგმენტებითა და კოსტუმირებული მეჯლისით.

17 მაისს სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება ახლად რესტავრირებული რვა საგამოფენო და ისტორიული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა. რეაბილიტაციის პერიოდში სასახლის კედლებზე აღმოჩენილია უძველესი მხატვრობის ფრაგმენტები, რომლის მეშვეობითაც მხატვარ-რესტავრატორებმა შეძლეს საგამოფენო დარბაზებისთვის მისი პირვანდელი სახე დაებრუნებინათ.

აღდგენილია დავით არსენიშვილის, რევაზ ლაღიძის, ჯორჯ ბალანჩინის, თეატრალური და სვეტებიანი დარბაზი, ასევე დამთვარიელებელს ელოდება კოლხი მედეას და ოქროს ვერძის ოთახები.

სასახლის სვეტებიან და თეატრის საგამოფენო სივრცეში განთავსდება მუზეუმის ფონდებში დაცული თეატრის უნიკალური ისტორიის ამსახველი ექსპონატები: კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, პარტიტურები, ხელნაწერები, აფიშები, ფოტოები, ასევე ცნობილი ქართველი მხატვრების პ.ოცხელის, გ. გაბაშვილის, ს. ქობულაძის, ელ. ახვლედიანის, ი. გამრეკელის, კ. ზდანევიჩისა და სხვათა გრაფიკული და ფერწერული ტილოები.

რევაზ ლაღიძის საგამოფენო დარბაზში სხვა ექსპონატებთან ერთად იხილავთ მის მემორიალურ როიალს, რომელზეც პირველად შეიქმნა პოპულარული ქართული სიმღერა ,,თბილისო”.

სასახლის პირველ სართულზე ჯორჯ ბალანჩინის დარბაზში, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მხარდაჭერით გაიმართება ”ნიუ-იორკ სითი ბალეს’” ფოტოგრაფის პაულ კოლნიკის ნამუშევრების პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას. ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს შესძენს თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მიერ, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კოსტუმირებული მეჯლისი.

წყარო: /info9.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42