„ტელეფონი ისეთმა ტიპმა მომპარა შოკში ვარ“ - წერს ფეისბუქის გვერდზე ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი და გაბრაზებით კითხულობს. „ჩემი ტელეფონის ქურდის ვინაობა ცნობილია, მაინტერესებს რატომ არ მოქმედებს პოლიცია“?! -
Nanuka Zhorzholiani რამე მარტივი რომ იკითხო არა?:)
Tiko Sadunishvili Nanuka Zhorzholiani :)))) მაშინ როგორ ხარ?:)
Nanuka Zhorzholiani ასე ადამიანო:) კარგად მიუხედავად ყველაფრისა:))) თავად?
Tiko Sadunishvili :)) მეც კარგად უბრალოდ ისეთმა ტიპმა მომპარა ტელეფონი შოკში ვარ
Nanuka Zhorzholiani ნაცნობმა?
Tiko Sadunishvili მე არ ვიცნობ შენ ალბათ კი:) ამ შემთხვევაში ერთი დღეც დაველოდები! ხვალ უკვე სახელს და გვარს დავწერ
თიკო სადუნიშვილს iPhone 5 რამდენიმე დღის წინ კლუბ „ქალაქურში“ მოპარეს. -
„ახლაც პოლიციაში ვარ, გამოძიება დაწყებულია და სავარაუდოდ იპოვნიან“ - ამბობს ტელეწამყვანი. საჯაროდ ქურდის ვინაობის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
„იმ დღეს კლუბში იყო. მე გოგოებთან ერთად ვიყავი, საცეკვაოდ მოდიოდა ჩვენთან და ჩვენ თავიდან მოვიშორეთ. შეიძლება ჯინაზე გააკეთა. ბოლო ორი დღე ბლოკი მოხსნილი მქონდა და ვინც მობილური მომპარა ბოლომდე გაერთობოდა ჩემზე ინფორმაციებით“.
მასალის გამოყენების პირობები






