17 მაისს თბილისში პარლამენტის წინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ “გვარის წინამძღოლთა დარბაზის” წარმომადგენელმა მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ ხვალ ხელმოწერებს შეაგროვებენ და მასში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.
როგორც უფლებადამცველი გიორგი გაბედავა აცხადებეს, 17 მაისი ოჯახის და ტრადიციების დაცვის დღედ არის გამოცხადებული და მსვლელობა ლოცვით მოეწყობა.
მანიფესტაციის საკითხს ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელიც ეხმაურება და აცხადებს, რომ ორგანიზაცია ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებს.
ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც.
საპატრიარქო 17 მაისს მოსალოდნელ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში მშვიდობიანი მსვლელობისკენ მოუწოდებს.
„...როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და, საერთოდ, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებენ ქუჩაში მსვლელობებს; საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობისა“, - ნათვქამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






