„დღევანდელი მდგომარეობით, ვირუსული მენინგიტის 57 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ვირუსი თავიდან იქნეს აცილებული.
„დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს შემთხვევები ენთეროვირუსით არის გამოწვეული. ამ ტიპის დაავადებას ოთხწლიანი ციკლურობა ახასიათებს. 2006–2010 წლებშიც იყო პიკი და ახლაც, 24 აპრილიდან დაიწყო. ყველა შემთხვევა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა. საბედნიეროდ, ინტენსიური საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობს, თუ რა ზომები უნდა იყოს დაცული ვირუსის თავიდან ასაცილებლად“ – განაცხადა სერგეენკომ.
ზაჰესის რაიონის 208-ე სკოლაში რამდენიმე დღის წინ მენინგიტის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსული მენინგიტის შეთხვევების გამო მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილებზე არ მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები






