"რანაირად ვუთხრათ ბავშვს, დედაშენი მამაშენმა მოკლაო" – შემზარავი ტრაგედიის დეტალები
საზოგადოება - 13:02, 16 May, 2014     4955

რამდენიმე დღის წინ "დამპალოზე" მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე "კვირის პალიტრა" წერს.

"დამპალოდ" წოდებულ ვარკეთილის დასახლებაში ზურებიანების სახლის ჭიშკარი კიდევ რამდენიმე დღით იქნება ღია. ამ კარიდან კოდორელი სვანების გოდება გამოდის, - 27 წლის სოფო ზურებიანი კოდორის ხეობიდან იყო.

სოფოს იმ ადამიანის ტყვია დაეწია, რომელსაც მან ოდესღაც ცხოვრება დაუკავშირა. მანამდე რამდენიმე წამით ადრე კი მისმა ყოფილმა ქმარმა სოფოს უმცროს ძმასაც ესროლა. სანამ მძიმედ დაჭრილი და-ძმა ასფალტზე იცლებოდნენ სისხლისგან, მკვლელი იქაურობას გაეცალა...

ხმაურზე ქუჩაში გამოსულმა მეზობლებმა, რომელთა თვალწინაც და-ძმა ზურებიანები გაიზარდნენ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მათ საავადმყოფოში დედის ნაცვლად გაჰყვნენ, - ზურებიანების დედა ისრაელშია სამუშაოდ წასული... როდესაც ამ სტატიას ვწერდი, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ შვილი, რომელიც მძიმე ჯაფით გამოზარდა, აღარ ჰყავს... ვერავინ გაბედა და ისრაელიდან თბილისამდე მარტოდმარტო წამოსულ დედას ვერ უთხრა, ქალიშვილის დასატირებლად უნდა ჩამოხვიდეო. უთხრეს, - შენი ვაჟი მსუბუქად არის დაჭრილი და დედის გვერდით ყოფნა დააყენებს ფეხზეო...

აი, რას ჰყვებიან ის ადამიანები, რომლებმაც სოფოს დაკარგვით ცხოვრების ნაწილი დაკარგეს...

დ. ხ; სოფოს ნათესავი:

- ცა ჩამოგვექცა თავზე, ჩვენს ხელში გაზრდილი ბავშვი მოგვიკლეს. ამ საცოდაობას ვეღარ ვუძლებთ. სოფოს დაობლებული 5 წლის ბიჭი მეზობელს შესტირის, - დედა მოვიდეს, დედა მინდაო... როგორ უნდა ვუთხრათ?! მერე რომ იტყვის, მამა მაინც მოვიდესო, ის რანაირად უნდა ვუთხრათ, მამაშენმა დედაშენი მოკლაო! დაიქცა ოჯახი. ისიც კი არ ვიცით, სოფოს ძმა გადარჩება თუ არა... ძალიან მძიმედ არის დაჭრილი. ექიმებს ეშინიათ, რომ ფეხს დაკარგავს 24 წლის ბიჭი.

- მოკლულის მეუღლეს რაიმე ფსიქიკური გადახრა ჰქონდა?

კ. მ; მოკლულის მეზობელი:

- საკუთარ შვილს რომ კაცი დააობლებ, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს?! ეს კაცი ჯანმრთელი ვერ იქნება ვერაფრით, - ჩვენ ხომ ვიცით, სპეცრაზმელები ხალხს რანაირად ამწარებენ. ამას უყურა ალბათ წლობით და აირია. 5 წელიწადი ცხოვრობდა ეს უბედური გოგო მაგასთან და ბოლოს ვეღარ გაძლო, - წამოვიდა და სახლში დაჯდა, ბავშვიც წამოიყვანა, გვეუბნებოდა - ეჭვიანობით სიცოცხლე გამიმწარა, სულ კუდში დამდევს. ტელეფონის ყველა ზარს მიმოწმებს, მალე ბავშვს გამიგიჟებსო... უკვე 5 თვის გაშორებულები იყვნენ და მაინც ასე დასდევდა, გასაქანს არ აძლევდა... ერთხელ მითხრა, კიდეც, რა ვქნა, ჩემს ქმარს რომ ვუყურებ, ვგრძნობ, ნორმალურ ჭკუაზე აღარ არის, ყველგან წინ მხვდება და მეშინიაო. მე ვუთხარი, მაშინ პოლიციაში უჩივლე, სანამ რამეს დაგმართებს-მეთქი! ვერ ვუჩივლებ, ჩემი შვილის მამაა, ბავშვს უყვარს და როდესმე ხომ საყვედურს მეტყვისო... რომ ეჩივლა, ეს შეიძლებოდა არც მომხდარიყო...

- შეგიძლიათ გვიამბოთ, ეს ყველაფერი როგორ მოხდა?

- სოფოსთვის დაურეკავს მკვლელს სამსახურში, - უნდა გნახოო. საჯარო რეესტრში მუშაობდა, საღამოს ამთავრებდა; ალბათ შეეშინდა და ძმას სთხოვა, - ჩვენს სახლთან დამხვდიო. წავიდა ეს 24 წლის ბიჭი და რომ დაინახა, ყოფილი სიძე მის დას ეჩხუბებოდა, შუაში ჩადგა და უყვიროდა, - ჩემს დას თავი გაანებეო! დას კი თავიდან იცილებდა, - აქედან წადი,სანამ ხელს დაგარტყამდეს, ამას მე გავცემ პასუხსო. ყოფილი სიძეც უყვიროდა, - მე შენ არ გელაპარაკები, ჩემს ცოლს ველაპარაკებიო. მერე ხელი კრა და აფალტზე დააგდო, ამოიღო რევოლვერი და მუცელში და ფეხებში დაიწყო სროლა. ამ სროლაზე ის უბედური გოგო მობრუნდა, - ძმას ნუ მიკლავო და ახლა იმას დაახალა ფეხებში რევოლვერი. სოფოც რომ წაიქცა, წავიდა...

- სად წავიდა?

- რაღა მნიშვნელობა აქვს? ისიც გავიგეთ, პროზექტურაშიც კი მისულა, - ჩემი ცოლი მანახეთო. მერე წასულა და პოლიციას ჩაბარებია. ნეტავ ციხიდან არასოდეს გამოვიდოდეს!


წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42