ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება
საზოგადოება - 12:50, 16 May, 2014     1747

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დღეს ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა შეხვედრა გამართეს სამედიცინო პერსონალთან და ინფორმაცია მიაწოდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის შესახებ.

საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება 2014 წლის მეორე ნახევარში. პროექტის პირველადი მონაცემებით ახალი შენობა 160 საწოლიანი იქნება. პოლიკლინიკური ბლოკი ყოველდღიურად 800 ამბულატორიულ პაციენტზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება მრავალპროფილური იქნება და მას საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციაც მიენიჭება. მოემსახურება როგორც მოზრდილ მოსახლეობას, ასევე ბავშვებს. კლინიკა აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება უახლესი სამედიცინო აპარატურით.

პროექტი მომზადებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა. მშენებლობის პირველ ეტაპს დააფინანსებს აჭარის მთავრობა, 2015 წლიდან პროცესში ჩაერთვება საქართველოს მთავრობა. მშენებლობა და აღჭურვა 24 თვის განმავლობაში დასრულდება.

ახალი საავადმყოფოს მშენებლობა უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის უწყვეტ სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე სამედიცინო პერსონალისათვის შეიქმნება ნორმალური სამუშაო პირობები.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიების მქონე სამედიცინო დაწესებულებაა. იგი აშენებულია ექიმთა საზოგადოების ინიციატივით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42