უკრაინელი მილიონერის წარმატების ფორმულა, უკვე საქართველოში
საზოგადოება - 11:54, 16 May, 2014     2213


მსოფლიოში ცნობილი წარმატების თეორიის პროფესორი უკვე თბილისშია, ნიკოლაი ლატანსკი საქართველოში რამდენიმე დღეს დაჰყოფს. ტრეინინგს, რომელსაც ის შაბათ-კვირას გამართავს, მსურველები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებიან. საკუთარი თავის უკეთ შეცნობა, რეალიზება და წარმატების მიღწევისთვის საჭირო „ინსტრუმენტები“ - ეს ის ძირითდი საკითხებია, რომელსაც მსოფლიოში ცნობილ მილიონერი ტრეინინგზე განიხილავს და მსურველებს ამ კუთხით საკუთარ გამოცდილებას გადასცემს. ლატანსკი თბილისში გასულ წელსაც იყო. „ნიუპოსტმა“ ის სწორედ იმ მონაწილეთა ბლოგებში აღმოაჩინა, რომლებიც შედეგებით აღტაცებულები შთაბეჭდილებებს სხვებს უზიარებდნენ.

გელა მებონია: „უღრმესი მადლობა ყველას იმ საოცარი დღესასწაულისთვის, რომელიც მოგვიწყვეს. ეს იყო სიბრძნის, სიყვარულის, მადლიერების ზეიმი, პოზიტიური და დადებითი ენერგიით დამუხტული ორი არაჩვეულებრივი დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და დღეს წარმატებული ადამიანი მქვია“.

„გააკეთეთ ძლიერი გარღვევა და დაიწყეთ ხარისხიანი, ახალი და წარმატებული ცხოვრება - აცხადებს ნიკოლაი ლატანსკი“. „ნიუპოსტმა“ ამჯერად მასთან ექსკლუზივის მოპოვება შეძლო. ჩვენთან საუბრისას უკკრაინელმა მილიონერმა ქართველების სტუმართმოყვარეობას გაუსვა ხაზი.

ნიკოლაი ლატანსკი: „გუშინ საღამოს ჩამოვფრინდი თბილისში და პირველივე წუთებშივე ავივსე ქართველების გასაოცარი სტუმართმოყვარეობით, შეუდარებლები ხართ ამ კუთხით. ჯადოსნური ატმოსფერო სუფევს თქვენს ქვეყანაში“

თამარ საგინაშვილი, ლატანსკის კოუჩინგის სკოლის კურსადამთავრებული: „ნიკოლაი ლატანსკი ფანტასტიკური მოტივატორია. ის არაჩვეულებრივია, პოზიტიური გარემოცვის შექმნაში.

ადამიანმა, რომ წარმატებას მიაღწიოს 50% სწორედ გარემოცვის წილია. ზოგი ტრეინინგზე მიდის რწმენით, რომ მან იპოვა ის ადგილი, რომელიც სურდა, ზოგი ეჭვით - ვცდი გამომივა თუ არაო... სამყაროს თავისი კანონები აქვს, ამიტომ ვინც რასაც ელის და რისთვის არის მზად იმას ღებულობს. თუ მე მივდივარ სადღაც და ვფიქრობ, რა ვიცი აბა, ამის გამკეთებელი ვარ? არაფერი გამოვა, რადგან უკვე ეს ჩადე ფიქრში...

რასაც შევუძახებთ საკუთარ თავს სწორედ ის იქნება. „შეძახილმა ხე გაახმოო“, - გენიალური ანდაზები გვაქვს ქართველებს.









უბრალოდ ჩაატარეთ ექსპერიმენტი და სამი წუთის განმავლობაში იძახეთ ცუდად ვარო, პირობას გაძლევთ რომ ძალიან ცუდად გახდებით, მერე კი გაიღიმე , მხრები გამართე და ისევ სამი წუთის განმავლობაში უთხარი შენს თავს მე ვარ კარგად, ბრწყინვალედ იგრძნობთ თავს. აქ ამ მომენტის გაგება ძალიან უჭირთ -თავი მოვიტყუოო?

შენ კი არ ატყუებ შენს თავს, არამედ ქმნი და წერ სცენარს თუ როგორ უნდა იყო. სწორედ ასე ვწერთ და ვქმნით ჩვენ ჩვენს მომავალს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42