აფხაზი გოგონას და ქართველი ბიჭის ემოციურმა ცეკვამ ჟიურის წევრები ააღელვა. იასენია და ლევან ახვლედიანი შეუდარებლები იყვნენ და ჟიურისგანაც ყველაზე მაღალი შეფასება, 40 ქულა დაიმსახურეს.
„ბედნიერი ვარ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“- თქვა აფხაზმა გოგონამ.
„ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ეს ცეკვა, ცრემლები მომადგა თვალზე, - თქვა ინგა გრიგოლიამ. მიყვარხარ იასენია, რადგან აქ ხარ, ცეკვავ და მთელი აფხაზეთი გგულშემატკივრობს. ვიცი რომ უყურებენ და აქედან მინდა მივესალმო მათ. ძალიან დიდი ემოცია მივიღე ყოჩაღ“.
ლევან წულაძე:„ზუსტად იგივე ემოციები მაქვს , რაც ინგას,თუ ამ ცეკვას შევხედავთ მივხვდებით რომ ერთნი ვართ, ერთი არსი გვაქვს და რამდენად სისულელეა ის კონფლიქტები და გაუგებრობები ჩვენს შორის, როდესაც საუკუნეების წინ ასე ცეკვავდნენ ერთად აფხაზი გოგონა და ქართველი ვაჟკაცი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით“.
ნინო სუხიშვილი: „ძალიან ემოციური იყო. მინდა მივმართო ყველას ვინც ახლა გვისმენს, ჩვენს ძმებს აფხაზეთში, ჩვენ ერთი სისხლის ვართ. ძალიან გვიყვარხართ. ვღელავ, როცა ამას ვამბობ რადგან აფხაზეთი ეს ჩვენი საერთო ტკივილია“.
მასალის გამოყენების პირობები






