„დიდი ჟულიკი ადამიანია ჩემო ბატონო, ესეც ნიჭის ამბავია ალბათ“ - ასე შეაფასა რეჟისორმა ლევან წულაძემ მსახიობი მიშა მესხი, რომელმაც სწორედ ამ თავისი გენიალური ჟულიკობით ბრწყინვალე შოუ დადგა და დარბაზში არა მარტო მაყურებელი, მოხიბლული ჟიურის წევრებიც ლამის აიყოლია. „ლამის მეც ვიცეკვე“, -თქვა ინგა გრიგოლიამ. „კი აგერია დაგერია, მაგრამ ისეთი მოსაწონი და საინტერესო არეულ-დარეული იყო, რომ ყოჩაღ“, - განაცხადა ჟიურის მკაცრმა წევრმა გოჩა ჩეტკოევმა. ამ არევ-დარევას არც ნინო სუხიშვილი აუღელვებია.
ნინო სუხიშვილი: „ეს საოცარი ცეკვაა, ნინო და ილიკო ასრულებდნენ, სხვათაშორის ილიკოც ასე ანცურად ცეკვავდა, უფრო ხუმრობით, მე ძალიან მომწონს მიშას ცეკვის სტილი ნამდვილად კარგი შოუ იყო“ .
მიშა მესხი: „ამ ცეკვას უდიდესი პიროვნებები ცეკვავდნენ, ჩვენი ქვეყნის სათაყვანო ადამიანები, ამ ადამიანების მერე მე რა ილეთით უნდა გამეკვირვებინეთ, ერთადერთი ჩემებურ ვარიანტს თუ შემოგთავაზებდით ისეთს რომ უბრალოდ გავერთობოდით. ვეცადე და რაც შემეძლო გავაკეთე.“
მასალის გამოყენების პირობები






