ინგა გრიგოლიას, გია ჯაჯანიძის კინტაურმა, სულ დაავიწყა დილის წუხილი - „თვალები მტკივა და რა მეშველება ჯაჯოს ცეკვას ვერ ვიხილავო“. თუმცა, პირიქით მოხდა, სხვა ცეკვებისგან განსხვავებით იმდენად კარგად მოირგო გიამ კინტაური, რომ ტელეწამყვანი განკურნა კიდეც და თვალებიც აუხილა;
ინგა გრიგოლია: „შენ წინა ცხოვრებაში კინტო ხომ არ იყავი შემთხვევით? რაღაც კარგად გამოგივიდა კურტუმოს ქნევა ტიპიური კინტოსი იყო, ყოჩაღ ჯაჯო, დაგეწყო პირველივე ტურში ამ ცეკვით ხომ ვიქნებოდი ბედნიერი, მაგარი იყო.
ლევან წულაძის შეფასებამ კვლავ ლექსად გაიჟღერა.
„ქორეოგრაფიის მაღალ ხიდზე,
მოდის კინტო გია ჯაჯანიძე“
კინტაურის შემდეგ, ირგვლივ ყველა გია ჯაჯანიძისგან დაპირებულ სიურპრიზს ელოდა, რაზეც მან ასე განაცხადა.
გია ჯაჯანიძე: „სიურპრიზი ის არის, რომ ვიცეკვე, ფეხი გადავადგი და ხელები გავშალე... უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც სმს გამომიგზავნა, მთელი ცხოვრება ბედნიერები ყოფილიყვნენ“...
მასალის გამოყენების პირობები






