აქცია დეპუტატების მონაწილეობით - ბესელიამ, კობახიძემ და სხვა დეპუტატებმა ხეები დარგეს (ფოტო)
საზოგადოება - 21:46, 15 May, 2014     1635
პარლამენტში, ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ საინფორმაციო კამპანია ,,ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“ ფარგლებში მიმართვა გაავრცელა, რომელიც არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ დამოკიდებულებას ეხება.
მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და დეპუტატები შეურთდნენ.
განცხადებაში ჟურნალისტები მოუწოდებენ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის, მერობის, გამგებლობის კანდიდატებს, მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ, რათა არ მოხდეს საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და უფლებების შელახვა, საჯარო გამოსვლებში თუ მედია საშუალებებში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების და სექსისტური ენის გამოყენება.
პარლამენტში შეკრებილ ჟურნალისტებს სიტყვით მანანა კობახიძემ მიმართა:
"პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში სრულად იყოს დაცული კანდიდატების უფლებები და ძალადობრივი გარემო გამოირიცხოს და ჩვენ ეს უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ გარემო იყოს სამართლიანი და ამ გარემოში განსაკუთრებით დაცული იყოს სწორედ ქალი კანდიდატების უფლებები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალბატონები შეიძლება გახდნენ სამიზნე როგორც ძალადობის, ასევე სექსისტური გამონათქვამის, გარკვეული ღირსების შემლახველი ქმედების. ამიტომ, ჩვენ, პირველ რიგში, ქალ დეპუტატებს გვაქვს სრული სოლიდარობა ქალი კანდიდატების მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, განსაკუთრებით, მაჟორიტარმა კანდიდატებმა. გარანტია იმისა, რომ ის რაც ჩვენ გამოვიარეთ აღარ განმეორდება, არის ის ცვლილებები, რაც ქვეყანაში ხორციელდება. ჟურნალისტებს განსაკუთრებული როლი გაქვთ. თქვენ ხართ მონიტორები, თქვენ უნდა გააშუქოთ ეს პროცესები მიუკერძოებლად და ობიექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები სწორედ ასეთი ჟურნალისტები არიან - პროფესიონალები და კვალიფიციურები, რომლებიც საარჩევნო პროცესს გააშუქებენ აბსოლუტურად მიუკერძოებლად და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ქალი კანდიდატების კამპანიის მიმართ გამოიჩენენ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პარლამენტის შენობასთან გაიხსნა ,,თანასწორობის ხეივანი“, სადაც ჟურნალისტებმა, პარლამენტის წევრებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 50 ხე დარგეს, რაც სიმბოლურად უკავშირდება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სასურველ პროცენტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42